ამ მოდულმა მასწავლა რომ შემექმნა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.ჩავდექი მოსწავლის პოზიციაში,გავითვალისწინე მოსწავლის შესაძლებლობები,უნარები, მისი როლი მოვირგე და მივეცი მიმართულება სამუშაოს შესრულებაზე.ასევე შევქმენი შეფასების ჩეკლისტი,რომელიც მისცემს მოსწავლეს შესაძლებლობას,რომელ სლაიდზე რა გააკეთოს.
Sunday, April 24, 2016
Saturday, April 23, 2016
მეხუთე დღის რეფლექსია
ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ:ვისწავლეთ როგორ ატვირთოთ ბლოგზე სხვადასხვა მასალები.ვისწავლ.მოძიებული მასალით არ დავარღვიო საავტორო უფლებები.ასევე ბუკმარკერით საჭირო ვებ-სისტემის დამახსოვრება.გავეცანი სხვადასხვა ვებ-გვერდებს და კმაყოფილი ვარ. დღევანდელი მოდულიც საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული.
მეოთხე დღის რეფლექსია
ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.განვიხილეთ შეფასების ფორმების ხუთი სტრატეგია თავისი მეთოდებით,მიზნებით და ინსტრუმენტებით.შევქმენით პროექტის პრეზენტაცია,რაც დამეხმარება,პროექტის სამიზნე ჯგუფის წარდგენაზე.
Saturday, April 16, 2016
მესამე დღის რეფლექსია
ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა, სტანდარტების მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება, რამდენიმე თვალსაზრისით.ამ სტანდარტიდან და შედეგებიდან გამომდინარე გავწერე ჩემი პროექტის მიზნები და ამოცანები, გამოვყავი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.
გავეცანი მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს და ამ კითხვების საშუალებით მოვახდენ მოსწავლეთა გამოწვევას და დავაფიქრებ პრობლემურ საკითხებზე.
მეორე დღის რეფლექსია
მაქვს დიდი მოლოდინი და ეჭვი არ მეპარება,რომ არაჩვეულებრივი ნინო მღებრიშვილის წყალობით ჩემი მოლოდინი გამართლდება.გავეცანი ბევრ სიახლეს.შევქმენი პორტფოლიო, გავაკეთე პუბლიკაცია. პროექტის აფიშირებისთვის. მომეწონა პროექტების გეგმები,შეფასების ნიმუშები,რის შედეგადაც შესაძლებელია ამ პროდუქციის გადაკეთება და მორგება საკუთარ ინტერესებსა და სასწავლო მასალაზე.მოსწავლეების ჩართვა ადვილად შესაძლებელია პროექტებში, რომ აკადემიური ცოდნის დონე ავამაღლო და გავზარდო კლასში მოტივაცია.
Subscribe to:
Posts (Atom)