Monday, May 9, 2016

მეცხრე დღე


ჩემი პროექტის პორტფოლიო-პროექტი:" მინდა მქონდეს სუფთა და ლამაზი გარემო"

ინტელის ძირითადმა კურსმა მასწავლა,რომ სწავლა პროექტებით დიდ გავლენას ახდენს მოსწავლეებს გამოუმუშავოთ 21- საუკუნის უნარ-ჩვევები.პროექტში ისეთ აქტივობებს დავგეგმავ,სადაც მოსწავლეები გამოიკვლევენ,აღწერენ,მოიძიებენ,გაანალიზებენ მიმართულებებს,რომ სწავლის პროცესი იყოს ხალისიანი და აქტიური. ყველა მოსწავლე იყოს ჩართული შესაბამისი უნარების მიხედვით.ვისწავლე როგორ გამოვიყენო შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები ასევე როგორ ავტვირთო ბლოგზე და გამოვაქვეყნო საჭირო მასალები.
დღევანდელი მოდულიც საინტერესო იყო.

Sunday, April 24, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

ამ მოდულმა მასწავლა რომ შემექმნა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.ჩავდექი მოსწავლის პოზიციაში,გავითვალისწინე მოსწავლის შესაძლებლობები,უნარები, მისი როლი მოვირგე და მივეცი მიმართულება სამუშაოს შესრულებაზე.ასევე შევქმენი შეფასების ჩეკლისტი,რომელიც მისცემს მოსწავლეს შესაძლებლობას,რომელ სლაიდზე რა გააკეთოს.

Saturday, April 23, 2016


მეხუთე დღის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს  ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ:ვისწავლეთ როგორ ატვირთოთ ბლოგზე სხვადასხვა მასალები.ვისწავლ.მოძიებული მასალით არ დავარღვიო საავტორო უფლებები.ასევე ბუკმარკერით საჭირო ვებ-სისტემის დამახსოვრება.გავეცანი სხვადასხვა ვებ-გვერდებს და კმაყოფილი ვარ. დღევანდელი მოდულიც საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული.

მეოთხე დღის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.განვიხილეთ შეფასების ფორმების ხუთი სტრატეგია თავისი მეთოდებით,მიზნებით და ინსტრუმენტებით.შევქმენით პროექტის პრეზენტაცია,რაც დამეხმარება,პროექტის სამიზნე ჯგუფის წარდგენაზე.

Saturday, April 16, 2016

მესამე დღის რეფლექსია


ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა, სტანდარტების მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება, რამდენიმე თვალსაზრისით.ამ სტანდარტიდან და შედეგებიდან გამომდინარე გავწერე ჩემი პროექტის მიზნები და ამოცანები, გამოვყავი 21-ე საუკუნის  უნარ-ჩვევები.
გავეცანი მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს და ამ კითხვების საშუალებით მოვახდენ მოსწავლეთა გამოწვევას და დავაფიქრებ პრობლემურ საკითხებზე.

მეორე დღის რეფლექსია



მაქვს დიდი მოლოდინი და ეჭვი არ მეპარება,რომ არაჩვეულებრივი ნინო მღებრიშვილის წყალობით ჩემი მოლოდინი გამართლდება.გავეცანი ბევრ სიახლეს.შევქმენი პორტფოლიო, გავაკეთე პუბლიკაცია. პროექტის აფიშირებისთვის. მომეწონა პროექტების გეგმები,შეფასების ნიმუშები,რის შედეგადაც შესაძლებელია ამ პროდუქციის გადაკეთება და მორგება საკუთარ ინტერესებსა და სასწავლო მასალაზე.მოსწავლეების ჩართვა ადვილად შესაძლებელია პროექტებში, რომ აკადემიური ცოდნის დონე ავამაღლო და გავზარდო კლასში მოტივაცია.