Monday, May 9, 2016

მეცხრე დღე


ჩემი პროექტის პორტფოლიო-პროექტი:" მინდა მქონდეს სუფთა და ლამაზი გარემო"

ინტელის ძირითადმა კურსმა მასწავლა,რომ სწავლა პროექტებით დიდ გავლენას ახდენს მოსწავლეებს გამოუმუშავოთ 21- საუკუნის უნარ-ჩვევები.პროექტში ისეთ აქტივობებს დავგეგმავ,სადაც მოსწავლეები გამოიკვლევენ,აღწერენ,მოიძიებენ,გაანალიზებენ მიმართულებებს,რომ სწავლის პროცესი იყოს ხალისიანი და აქტიური. ყველა მოსწავლე იყოს ჩართული შესაბამისი უნარების მიხედვით.ვისწავლე როგორ გამოვიყენო შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები ასევე როგორ ავტვირთო ბლოგზე და გამოვაქვეყნო საჭირო მასალები.
დღევანდელი მოდულიც საინტერესო იყო.

Sunday, April 24, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

ამ მოდულმა მასწავლა რომ შემექმნა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.ჩავდექი მოსწავლის პოზიციაში,გავითვალისწინე მოსწავლის შესაძლებლობები,უნარები, მისი როლი მოვირგე და მივეცი მიმართულება სამუშაოს შესრულებაზე.ასევე შევქმენი შეფასების ჩეკლისტი,რომელიც მისცემს მოსწავლეს შესაძლებლობას,რომელ სლაიდზე რა გააკეთოს.

Saturday, April 23, 2016


მეხუთე დღის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს  ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ:ვისწავლეთ როგორ ატვირთოთ ბლოგზე სხვადასხვა მასალები.ვისწავლ.მოძიებული მასალით არ დავარღვიო საავტორო უფლებები.ასევე ბუკმარკერით საჭირო ვებ-სისტემის დამახსოვრება.გავეცანი სხვადასხვა ვებ-გვერდებს და კმაყოფილი ვარ. დღევანდელი მოდულიც საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული.

მეოთხე დღის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.განვიხილეთ შეფასების ფორმების ხუთი სტრატეგია თავისი მეთოდებით,მიზნებით და ინსტრუმენტებით.შევქმენით პროექტის პრეზენტაცია,რაც დამეხმარება,პროექტის სამიზნე ჯგუფის წარდგენაზე.